ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: სხვა გამოსავალი არ იყო

10 ნოემბერი, 2020 • 1203
ფაშინიანი: სხვა გამოსავალი არ იყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დათანხმებოდა შექმნილ ვითარებაში ომის დასრულებას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

მის ამ გადაწყვეტილებას სომხეთში, დედაქალაქ ერევანში არეულობა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება: ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა, დაიკავეს მთავრობის სასახლე, შემდეგ კი- პარლამენტი, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს და ა.შ.. ისინი ყარაბაღის ომის გაგრძელებას ითხოვენ.

ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა მიმართვა და განაცხადა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა: „ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ შემქნილ საომარი ვითარებიდან გამომდინრე არა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით, არამედ შესაძლო სცენარის გათვალისწინებით“.

ამასთან, ფაშინიანი ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. მან ეს განცხადება ცალკეც გააკეთა Facebook-ის გვერდის საშუალებით:

„ყველა მოქალაქეს, რომელთაც არაფერი აკავშირებთ მოძალადეებთან, გთხოვთ, წადით სახლში. ყველა მოქალაქეს, ვისაც ჩემი სჯერა, გთხოვთ, მოემზადოთ ბრძოლისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. მე მაქვს პასუხები ყველა კითხვაზე“.

ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

ფაშინიანი ერევნის ქუჩებში შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი