ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ერევნის ქუჩებში შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს

10 ნოემბერი, 2020 • 1216
ფაშინიანი ერევნის ქუჩებში შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. იგი განცხადებას საკუთარი Facebook-ის გვერდის საშუალებით ავრცელებს.

“ყველა მოქალაქეს, რომელთაც არაფერი აკავშირებთ მოძალადეებთან, გთხოვთ, წადით სახლში. ყველა მოქალაქეს, ვისაც ჩემი სჯერა, გთხოვთ, მოემზადოთ ბრძოლისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. მე მაქვს პასუხები ყველა კითხვაზე.”, – ნათქვამია ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ წუთებში სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. მათ უკვე შეძლეს დაეკავებინათ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისა და რესპუბლიკის პარლამენტის შენობები.


ერევანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Facebook-ის გვერდით მოქალაქეებს მიმართა, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმებას, ხოლო ამ დოკუმენტის ტექსტი დაუჯერებლად მძიმე იყო სომეხი ხალხისთვის.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეთანხმებით სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი