ახალი ამბები

მეორე ტურის დღეს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ — მელია

9 ნოემბერი, 2020 • 647
მეორე ტურის დღეს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 21 ნოემბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, ოპოზიცია რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. ამის შესახენ მან დღეს, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას განაცხადა.

“მეორე ტურები, მარტო რომ ატარებენ, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს და ამასთან დაკავშირებით “გირჩს” და თაკო ჩარკვიანს აქვს იდეა, რომ მაშინ, როდესაც მთელი ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ და ხალხი აპროტესტებს”, — განაცხადა მელიამ.

დღესვე, ნიკა მელიამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზრიზე ოპოზიციის მასშტაბური აქცია დაანონსა.

ამასთან, ნიკა მელიამ  დღევანდელ აქციაზე  განაცხადა, რომ  ღამის 10 საათის შემდეგაც დარჩება, თუმცა აქციის მონაწილეებს დარჩენას ვერ დაავალდებულებს.

მისი თქმით, “რეჟიმმა ისეთი მოცემულობა” შექმნა, რომ აქციაზე დარჩენა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი