ახალი ამბები

ოპოზიცია შაბათს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

9 ნოემბერი, 2020 •
ოპოზიცია შაბათს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

ოპოზიცია შაბათს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია მართავს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე დღეს შეკრებილ ადამიანებს 22 საათის შემდეგ  დარჩენას ვერ დაავალდებულებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”. მისივე თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს.

ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი