ახალი ამბები

ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს: ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები

8 ნოემბერი, 2020 • 1204
ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს: ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები

პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს სამი მოთხოვნა, რასაც „ქართულ ოცნებას“ უყენებენ. მოთხოვნები „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა ოპოზიციური პარტიების ერთობის სახელით.

ეს სამი მოთხოვნაა:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
  2. გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იქნას გამოშვებული;


ამასთან, პარტიები კვლავ მიუთითებენ, რომ „2020 წლის საპარლამენტო არჩენვებზექართველმა ხალხმა უარი უთქახ ივანიშვილის ოლიგაქრიულ მამართველობას“. და „ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიიტმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღეს საღამოს 8 საათამდე აძლევს ულტიმატუმს:

„დღეს, საღამოს 8 საათამდე ჩამოყლიბდეს ივანიშვილი – გადააყენოს [ცესკოს თავმჯდომარე თამარ] ჟვანია და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, – განაცხად ნიკა მელიამ.

„8 საათმდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს? მოიფიქრებს. არ მოიფიქრებს? ამის შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად, მტკიცედ და მშვიდად, ამ ქვეყნის სიყვარულით, ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა მან.

ნახეთ ასევე:

8 საათამდე ვაძლევთ ივანიშვილს ულტიმატუმს, ჟვანია გადააყენოს – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი