ახალი ამბები

“სოლიდარობის ალიანსი” განმეორებით არჩევნებს და ჟვანიას დასჯას ითხოვს

4 ნოემბერი, 2020 • 1253
“სოლიდარობის ალიანსი” განმეორებით არჩევნებს და ჟვანიას დასჯას ითხოვს

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” გაზაფხულზე განმეორებითი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ მთლიანად საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი დადგეს.

“არჩევნები გაყალბდა არა მხოლოდ ხმების დათვლის პროცესში, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც, იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ადამიანების სიღარიბით მანიპულირებისა და მოსყიდვის უამრავ ფაქტს, ისე საჯარო მოხელეების დაშინებსა და სხვა ადამიანების დაშინების ფაქტებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” გადალახა წითელი ხაზები”, — განაცხადა ნაცვლიშვილიმა.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” გარდა,  მსგავსი მოთხოვნა აქვს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა,  პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ასევე, ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას. ამ მოთხოვნას უერთდებიან ის პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.

გუშინ, 3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. თუმცა, აღნიშნულ შეთანხმებაზე  “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს” ხელი არ მოუწერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი