ახალი ამბები

პენიტენციურმა სამსახურმა რურუაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა

2 ნოემბერი, 2020 • 1080
პენიტენციურმა სამსახურმა რურუაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც გიორგი რურუაზე თავდასხმის კადრებია აღბეჭდილი.

ვიდეოსთან ერთად, უწყება განცხადებასაც აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ კადრებს „პოლიტიკური სპეკულაციების“ თავიდან ასაცილებლად ასაჯაროებს.

სამსახური წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.

„ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს“, – წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში რურუამ ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე უარი თქვა, მისი ადვოკატი კი დიტო საძაგლიშვილი, საპატიმროში არ მივიდა.

პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი