სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი რურუა მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად რურუა წერს, „სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“.
რურუამ უწყებიდან მიღებული ოქმიც გამოაქვეყნა. რურუას გაკეთებული კომენტარის თანახმად, იგი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებს ჩვენების მიცემას.
„აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი, მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის. ცირკია, რა არი“, – წერს იგი.