ახალი ამბები

ბოიკოტის მიუხედავად, მე-2 ტურის ბიულეტენში ოპოზიციის კანდიდატები მაინც იქნებიან

2 ნოემბერი, 2020 •
ბოიკოტის მიუხედავად, მე-2 ტურის ბიულეტენში ოპოზიციის კანდიდატები მაინც იქნებიან

ცესკოს მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით, საქართველოს 16 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ოპოზიცია ცესკოს მიერ დათვლილ არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და შესაძლოა, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ.

რა ხდება მაშინ, თუ ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვის? — საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნებიდან მაინც  არ მოიხსნებიან და  საარჩევნო ბიულეტენებშიც მოხვდებიან.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. თუმცა ეს  წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან 20 დღეში, ანუ 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

16 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 8 თბილისშია, 8 კი-რეგინოებში. თბილისის რვავე ოლქში მეორე ტური “ქართული ოცნებისა”  და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს შორის უნდა გაიმართოს, რეგიონებში კი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის.

გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის

მასალების გადაბეჭდვის წესი