Interviewsახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა

1 ნოემბერი, 2020 • 1218
ოპოზიციის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ენმ-ის მაჯორიტარობის კანდიდატმა გიორგი კაპანაძემ შეკრებილებს მოუწოდა, რომ დაძრულიყვნენ  ბიძინა ივანიშვილის სახლისაკენ.

“მეგობრებო, მინდა გკითხოთ, წავიდეთ დღეს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან? მაშინ გთხოვთ, ორგანიზებულად დავიძრათ ქაჯეთის ციხის ასაღებად” ,- მოუწოდა მან აქციის მონაწილეებს.

მოგვიანებით, გიგი უგულავამაც მოუწოდა შეკრებილ მოქალაქეებს ორგანიზებული გადაადგილებისკენ.

მანამდე აქციაზე გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიციურ პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. პოლიტიკოსების განცხადებით, 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია ჩატარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი