ახალი ამბები

არჩევნების დღესვე აქციებისკენ მოწოდება ამომრჩეველის პატივისცემის ნიშანი არაა – კოქსი

1 ნოემბერი, 2020 • 1928
არჩევნების დღესვე აქციებისკენ მოწოდება ამომრჩეველის პატივისცემის ნიშანი არაა – კოქსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელის, ტინი კოქსის შეფასებით, არჩევნების დღესვე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება განვითრებული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი არ არის.

“არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არჩევნების დასრულებისთანავე, არ არის საუკეთესო ნიშანი განვითარებული დემოკრატიებში. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, ნახონ არჩევნების შედეგები, შეაფასონ, თუ საჭიროა, გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრებისთვის და მერე მივიდნენ დასკვნებამდე. მაგრამ არჩევნების დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება [შედეგების], არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი. მიტინგებისკენ მოწოდება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეს, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო ნიშანი, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კოქსმა.

მან ასევე მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს.

მოვუწოდებთ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ — PACE

 

მასალების გადაბეჭდვის წესი