ახალი ამბები

სააკაშვილი: დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, მიდის არჩევნების მოპარვა

1 ნოემბერი, 2020 • 1018
სააკაშვილი: დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, მიდის არჩევნების მოპარვა

“ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. როგორც კი  დაღამდა, როგორც კი ხალხი მოეშვა და მოწყდა ტელევიზორებს,  ივანიშვილმა დაიწყო გაყალბება”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ ნოემბერს, 03.00 საათზე ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

“ხდება არჩევნების მოპარვა, ხდება ოქმების გადაწერა ოლქებში”, – აცხადებს სააკაშვილი და დილიდან საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს: 

“მივმართავ ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე, ოლქებში. დაიცავით ხმები. დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, მიდის არჩევნების მოპარვა და უნდა დავიცვათ”. 

მან მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მობილიზაციისკენ. თუმცა სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა მობილიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი