ახალი ამბები

სამადაშვილი: ხვალიდან პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს

1 ნოემბერი, 2020 • 947
სამადაშვილი: ხვალიდან პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხვალიდან პარლამენტის წინ მდებარე მოედანი ოპოზიციამ სათათბირო ადგილად უნდა აქციოს:

“დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება.

ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა ეს გამარჯვება გასაფორმებელია”.

ეს განცხადება სამადაშვილმა პირველი ნოემბრის ღამეს ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. გამოქვენდა ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები, თუმცა ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ჯერ არ დაუწყია.

მასალების გადაბეჭდვის წესი