ახალი ამბები

ისნის 81-ე საარჩევნო უბანში კენჭისყრა 21.00 საათზეც მიმდინარეობს

31 ოქტომბერი, 2020 • 1230
ისნის 81-ე საარჩევნო უბანში კენჭისყრა 21.00 საათზეც მიმდინარეობს

ისნის 81-ე საარცევნო უბანში 21.00 საათის შემდეგაც გრძელდება კენჭისყრა – მას შემდეგ, რაც ტელევიზიებმა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს და “ოცნებამ” და ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმეს.

20.00 საათზე, როდესაც კანონის თანახმად საარჩევნო უბნები უნდა დაიხუროს, 81-ე უბანთან, ე.წ დირსის კორპუსთან ამომრჩეველთა კვლავ დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი. ისინი კომისიის წევრებმა შემდეგ საარჩევნო უბანში შეიყვანეს და ხმის მიცემა 21.15 საათისთვისაც გრძელდება. ამ დროისთვის 15-მდე ამომრჩეველი დარჩენილი უბანზე, რომელსაც ხმა ჯერ კიდევ არ მიუცია.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ისნის 81-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსშია გახსნილი, ხმაური იყო. ოპოზიცია აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას მოითხოვდა იმის გამო, რომ ამომრჩევლებს რიგში დგომა უწევდათ, საარჩევნო პროცესი კი პატარა ოთახში მიმდინარეობდა, რის გამოც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სიმჭიდროვის გამო ამომრჩეველი უბანზე არ შედიოდა და უკან ბრუნდებოდა. ენმ-ში ამბობდნენ, რომ უბნის სიმჭიდროვის გამო შიგნით დამკვირვებლებსაც არ უშვებდნენ და ამ საკითხზე საჩივარი დაწერეს. ამ დრომდე უბანთან დიდი რაოდენობით პოლიცია და ოპოზიციის წარმომადგენელი იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი