ახალი ამბები

ამომრჩეველმა ისწავლა გარჩევა და ანალიზი-ივანიშვილის მიმართვა ეგზიტპოლის შედეგებზე

31 ოქტომბერი, 2020 • 939
ამომრჩეველმა ისწავლა გარჩევა და ანალიზი-ივანიშვილის მიმართვა ეგზიტპოლის შედეგებზე

“მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს, ქართული ოცნების აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ, ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ გამარჯვება. განსაკუთრებით აღსანიშნავი ისაა, რომ ქართული ოცნება მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში”, – ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ მხარდამჭერებს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

“რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით დიდი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, “ქართულ ოცნებას” და მთელ გუნდს”, – მიმართა ივანიშვილმა მხარდამჭერებს, რომლებიც ეგზიტპოლის შედეგების სანახავად ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი