ახალი ამბები

“ოცნება” – 46%, “ენმ” – 28% – “ფორმულას” ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 •
“ოცნება” – 46%, “ენმ” – 28% – “ფორმულას” ეგზიტპოლი

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და, შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია Edison Research-მა ჩაატარა. “ფორმულას” ინფორმაციით, მონაცემები ასახავს 20:00 საათის მონაცემებს. როგორც “ფორმულა” აცხადებს, ადამიანთა 60%-ზე მეტმა, რომელსაც მკვლევრებმა კითხვით მიმართეს, უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე.

ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა:

    https://www.canva.com/design/DAEMLyO7Hsk/view

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე ჩაატარა “მთავარი არხის” დაკვეთით  საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მა, “იმედის” დაკვეთით Public Opinion Strategies-მა და “რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-მა.

მასალების გადაბეჭდვის წესი