ახალი ამბები

“ოცნება” – 41%, “ენმ” – 33%, – “მთავარი არხის” ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 • 2487
“ოცნება” – 41%, “ენმ” – 33%, – “მთავარი არხის” ეგზიტპოლი

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

“მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა:

  • “ქართული ოცნება” – 41%;
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%;
  • “ევროპული საქართველო” – 5%;
  • “ლელო” – 4%;
  • “გირჩი” – 3%
  • “სტრატეგია აღმაშენებლი” – 3%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 2%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
  • “მოქალაქეები” – ალეკო ელისაშვილი – 1%

“მთავარი არხის” ინფორმაციით, განსხვავებულია დედაქალაქის მონაცემები. თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შედეგები ასეთია:

  • “ენმ – ძალა ერთობაშია” 35%
  • “ქართული ოცნება” – 30%
  • “გირჩი” – 8%
  • “ლელო” – 7%
  • “ევროპული საქართველო” – 4%
  • “სტარეტგია აღმაშენებლი” – 4%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  • “ლეიბორისტები” – 2%
  • “მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი” – 2%
  • “ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო” – 1%

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე ჩაატარა “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-მა, “იმედის” დაკვეთით Public Opinion Strategies-მა და “რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-მა.

“მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკთხულია 3 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%. მონაცემები ასახავს 17:00 საათისთვის არსებულ მდგომაროებას.

https://www.canva.com/design/DAEML0zBmAM/view

მასალების გადაბეჭდვის წესი