ახალი ამბები

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

31 ოქტომბერი, 2020 • 2756
ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

ტელეკომპანიებმა, “იმედმა”, “ფორმულამ”, “მთავარმა” არხმა და “რუსთავი 2”-მა  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. 

იხილეთ ოთხივე ეგზითპოლის შედეგები ოთხ პარტიაზე: [მონაცემები განახლდება ]

https://www.canva.com/design/DAEML78ZMFs/view

 

  • მთავარ არხის ეგზიტპოლი ჩაატარა  საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A -მა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკთხულია 3 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%. მონაცემები ასახავს 17:00 საათისთვის არსებულ მდგომაროებას.
  • “ფორმულას”  ეგზიტპოლი – Edison Research-მა.  “ფორმულას” ინფორმაციით, მონაცემები ასახავს 16:00 საათის მონაცემებს. როგორც “ფორმულა” აცხადებს, ადამიანთა 50%-ზე მეტმა, რომელსაც მკვლევრებმა კითხვით მიმართეს, უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე.
  • “იმედმა” ეგიტპოლი ამერიკულ კომპანია Public Opinion Strategies-ს შეუკვეთა. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობითაა მოცემული; სხვა დამატებითი დეტალები, მათ შორის ის, თუ რამდენი ადამიანია, ჯამში, გამოკითხული და რამდენმა განაცხადა აქედან უარი პასუხზე, უცნობია.
  • რუსთავი 2-მა კი ბრიტანული კომპანია Survation -ის მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. რ2-ის განცხადებით, 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა, თუმცა უცნობია კვლევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, მაგალითად, რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი პასუხზე და ა.შ. რუსთავი2-მის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კვლევის ცდომილების ზღვარი 1.2%-ია.

ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). შედეგები, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს გამოქვეყნდება. 

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარრდა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი, საკრებულოების  და მერების არჩევნები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი