ახალი ამბები

“ოცნება – 55%, ენმ – 23% – “იმედის” ეგზიტპოლი 18:00 სთ-ის მდგომარეობით

31 ოქტომბერი, 2020 • 1233
“ოცნება – 55%, ენმ – 23% – “იმედის” ეგზიტპოლი 18:00 სთ-ის მდგომარეობით

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით “ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 23%.

https://www.canva.com/design/DAEMLwcWr24/view

სხვა პარტიები – 4%

იმედი აცხადებს, რომ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებს 20 საათის მგდომაროებით, მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. იმედის ეთერში ითქვა, რომ ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3%-ს შეადგენს. სხვა დამატებითი დეტალები, მათ შორის ის თუ რამდენი ადამიანია ჯამში გამოკითხული და რამდენმა განაცხადა აქედან უარი პასუხზე, უცნობია.

ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლს კომპანია Public Opinion Strategies ამზადებს, ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებენ სხვა ტელევიზიებიც: რ2, ფორმულა და “მთავარი არხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი