ახალი ამბები

“ოცნება” – 52%, ენმ – 25% – რ2-ის ეგზიტპოლი 17:30 საათის მდგომარეობით

31 ოქტომბერი, 2020 • 924
“ოცნება” – 52%, ენმ – 25% – რ2-ის ეგზიტპოლი 17:30 საათის მდგომარეობით

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოაქტომბრის არჩევნებში 17:30 საათის მდგომარეობით “ქართულმა ოცნებამ” ხმების 52.26% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 25.33%.

ევსაქები – 4.2%

გირჩი – 3.52%

ლელო – 2.61%

სტრატეგია აღმაშენებელი – 2.37%

პატრიოტთა ალიანსი – 2.29%

ლეიბორისტები – 1.22%

მოქალაქეები – 1.02%

ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 0.69%

რუსთავი 2 აცხადებს, რომ სრულ შედეგებს (20:00 საათის მდგომარეობით) 10 საათზე გამოაქვეყნებს. რ2-ის განცხადებით, 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა, თუმცა უცნობია კვლევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, მაგალითად, რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი პასუხზე და ა.შ. რ2-2 მის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კვლევის ცდომილების ზღვარი 1.2%-ია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეგზიტპოლს კომპანია Survation ამზადებს, ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებენ სხვა ტელევიზიებიც: იმედი, ფორმულა და “მთავარი არხი”.

https://www.canva.com/design/DAEMLW-sDzI/view

 

მასალების გადაბეჭდვის წესი