ახალი ამბები

“გაყალბება სცადეს” – რა მოხდა ზუგდიდის მე-5 უბანზე

31 ოქტომბერი, 2020 • 808
“გაყალბება სცადეს” – რა მოხდა ზუგდიდის მე-5 უბანზე

19.00 საათის შემდეგ ხმაური იყო ზუგდიდში, მე-6 სკოლის შენობაში, სადაც მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებია განთავსებული.

როგორც “ევროპული საქართველოს” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მე-5 უბანზე, ნათია როგავა ჟურნალისტებს ეუბნება, ცოტა ხნის წინ უბანზე შევიდა პირი, რომლის პირადობის მოწმობა აშკარად განსხვავდებოდა მისი იდენტობისგან, ამის მიუხედავად რეგისტრატორმა ის უბანზე დაუშვა.

როგავას თქმით, მან რეგისტრატორს უთხრა, რომ უბანზე სხვა პიროვნება იყო შესული.

როგორც ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს ამავე უბნის საარჩევნო კომისიაში, ამის შემდეგ უბანზე შევიდა მესამე პირი, რომელმაც თქვა, რომ პირადობა დაკარგა, ხოლო ინციდეტს შეცდომა უწოდეს, თუმცა, მისი აზრით, რეალურად ეს გაყალბების მცდელობა იყო.

ამჟამად ინციდენტი ამოწურულია. ადგილზე პოლიცია რჩება მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე არ უშვებს საარჩევნო პროცესის უწყვეტობის დაცვის არგუმენტით.

ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი