ახალი ამბები

მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენების ბათილობას ითხოვენ

31 ოქტომბერი, 2020 •
მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენების ბათილობას ითხოვენ

მარნეულის ნომერ მე-2 საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გადასატანი ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილად ცნობას ითხოვენ.

პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შუკაკიძის განცხადებით, გადასატანი ყუთის ლუქზე არსებული ნომერი არ ემთხვევა მანამდე ჟურნალში გატარებულ ნომერს.

“სახეზეა გაყალბების მცდელობა, ყუთის ნომერი არ ემთხვევა ჟურნალში გატარებულ ნომერს, ამიტომ ყუთის ბიულეტენები ბათილად უნდა იცნოს”, – აცხადებს შუკაკიძე.

ცესკოს წარმომადგენლის, ანა ილურიძის განცხადებით, მოხდა ტექნიკური შეცდომა, თუმცა ყუთის ლუქების მთლიანობა არ არის დარღვეული.

“მთავარია, რომ ყუთის ლუქების მთლიანობა არ დარღვეულა. დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა, რაზეც დაიწერება ახსნა- განმარტებითი ბარათი”, – განაცხადა ილურიძემ.

უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა შეადგინა საჩივრის ოქმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი