ახალი ამბები

ფიზიკური ძალადობა სამგორში საარჩევნო უბანთან [ვიდეო]

31 ოქტომბერი, 2020 •
ფიზიკური ძალადობა სამგორში საარჩევნო უბანთან [ვიდეო]

თბილისში, სამგორის 39-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. როგორც “ნიუ პოსტის” დამკვირვებელმა გვანცა დინუაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, მანქანაში სამაგიდო სიები შეამჩნია და ტელეფონით გადაღება სცადა.

რასაც, როგორც დინუაშვილი ამბობს, ფიზიკური დაპირპირება მოჰყვა.

ფიზიკური ძალადობა სამგორში საარჩევნო უბანთან

⭕️ ფიზიკური ძალადობა სამგორში საარჩევნო უბანთან
? გაიგეთ მეტი – https://netgazeti.ge/news/493455/

Posted by Netgazeti on Saturday, October 31, 2020

“საარჩევნო პროცესს ვაკვირდები. სამაგიდო სიები ელაგათ მანქანაში. მივედი, ტელეფონით უნდა გადამეღო, რასაც ჯერ ქალების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, შემდეგ კი კაცები ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ბეიჯები არ ეკეთათ, უბრალოდ გარეთ იდგნენ”,-აცხადებს დამკვირვებელი.

მისი თქმით, ახლა პოლიციას ელოდება, რომ ოქმი შეადგინონ. როგორც ის ამბობს, ტელეფონი გააგდებინეს ხელიდან და თავში ჩაარტყეს.

ადგილზე იმყოფებიდა “გაერთიანებული ოპოზიციის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს და ფაქტზე ასეთი “ძალადობით და პროვოკაციებით” რეაგირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით შსს-საც დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი