ახალი ამბები

დამკვირვებელთა უსაფრთხოებას ვაკონტროლებთ- უცნობი პირები გლდანის უბნებთან [video]

31 ოქტომბერი, 2020 • 729
დამკვირვებელთა უსაფრთხოებას ვაკონტროლებთ- უცნობი პირები გლდანის უბნებთან [video]

გლდანში, 61-ე და 62-ე უბანთან, უცნობი პირები ამბობენ, რომ მათ აქვთ დამკვირვებლების სიები მათი უსაფრთხოების გასაკონტროლებლად.

თუმცა “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ აკონტროლებენ მათ უსაფრთხოებას, ან რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, პასუხი არ გასცეს და ტერიტორია დატოვეს. ადგილზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის “მედია თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი, ეკატერინე გოგიძე, ამბობს, რომ ადგილზე სხვა ინციდენტიც მოხდა.

კერძოდ, გოგიძის თქმით, ადგილზე იმყოფებიდნენ სხვა პირებიც, რომლებსაც ხელში ეჭირათ ფურცლები, თუმცა არ აჩვენეს,  კონკრეტულად რა სიები ჰქონდათ და ტერიტორია მალევე დატოვეს.

არჩევნები 2020

გლდანში, 61-ე და 62-ე საარჩევნო უბნებთან, უცნობი პირები ამბობენ, რომ დამკვირვებელთა უსაფრთხოებას აკონტროლებენ

Posted by Netgazeti on Friday, October 30, 2020

გლდანში, 61-ე და 62-ე საარჩევნო უბნებთან, უცნობი პირები ამბობენ, რომ დამკვირვებელთა უსაფრთხოებას აკონტროლებენ

Posted by Netgazeti on Friday, October 30, 2020

მასალების გადაბეჭდვის წესი