ახალი ამბები

ეს აქტივობა და რიგები მიუთითებს, რომ “ოცნებას” შანსი არ აქვს – ვაშაძე

31 ოქტომბერი, 2020 • 887
ეს აქტივობა და რიგები მიუთითებს, რომ “ოცნებას” შანსი არ აქვს – ვაშაძე

სტრატეგია აღამაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. ივანიშვილის თქმით, მმართველ გუნდს კოალიცია არ დასჭირდება, ისე მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას.

“ხალხის ეს აქტივობა და ამხელა რიგები უბნებთან ცალსახად მიუთითებს, რომ “ოცნებას” იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს, რომ უმრავლესობა ჰქონდეს. გამარჯვება ძალიან მალე იქნება და საერთო ძალებით შევძლებთ აღმშენებლობის დაწყებას’, – განაცხადა ვაშაძემ.

“კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

მან ხმა საარჩევნო უბანზე დილითვე, 09.00 საათამდე მისცა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი გაიხსნა.

“მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს მისცენ ხმა. ჩვენ მუდამ ვაცხადებთ, რომ გვექნება არანაკლებ 55%-ისა და არაუმეტეს 60%-ისა. შიდაპარტიულის გარდა, სხვა კვლევებიც არსებობს. 2-3 ტელეარხი სიცრუეზეა აგებული და მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები კი სწორედ ამაზე მიუთითებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, – ივანიშვილის ამ განცხადებას “იმედი” ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი