ახალი ამბები

ცოლისა და მეზობლის მკვლელობის ბრალდებით გურჯაანში ერთი პირი დააკავეს

30 ოქტომბერი, 2020 • 961
ცოლისა და მეზობლის მკვლელობის ბრალდებით გურჯაანში ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1964 წელს დაბადებული კაცი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”,-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურჯაანში ორი ადამიანი მოკლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი