გურჯაანში კაცმა ორი ადამიანი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა. ორი ადამიანი კი დაჭრილია.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.