ახალი ამბები

ბაღდათის ავარია: დაიღუპა 4, დაშავდა 2 ადამიანი

25 ოქტომბერი, 2020 • 1982
ბაღდათის ავარია: დაიღუპა 4, დაშავდა 2 ადამიანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა 2 მგზავრი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, თხრილში ჩავარდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი