ახალი ამბები

ქუთაისში პარტიის ოფისს აგურები ესროლეს – ოთო კახიძე

13 ოქტომბერი, 2020 • 632
ქუთაისში პარტიის ოფისს აგურები ესროლეს – ოთო კახიძე

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, პარტიის ოფისს აგურები ესროლეს.

მისი თქმით, დააზიანეს ბანერი, მინების ჩამსხვრევა ვერ შეძლეს, რადგან ბრონირებული იყო.

“იმედი მაქვს, პოლიცია დროულად დაადგენს თავდამსხმელის ვინაობას.

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით.

ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი