ახალი ამბები

ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის – კობახიძე

13 ოქტომბერი, 2020 • 1736
ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის – კობახიძე

“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა კონკურენტი პარტიების მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვყავს ერთადერთი ძლიერი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არა მარტო კანდიდატია, არამედ მომავალი პრემიერ-მინისტრია ჩვენი ქვეყნის. ის უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე [არსებულ] პრობლემებს დაძლევს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელებული ჰყავს” ლელოს (მამუკა ხაზარაძე), ენმ/ძალა ერთობაშიას (მიხეილ სააკაშვილი), სტრატეგია აღმაშენებელს (გიორგი ვაშაძე.)

მასალების გადაბეჭდვის წესი