საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გუშინ, პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ცერცვაძე მუშაობას აგრძელებს:
“ბატონი თენგიზ ცერცვაძე არ ტოვებს თავის თანამდებობას და, შესაბამისად, აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას, ვინაიდან გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში და ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.
თენგიზ ცერცვაძის გადადგომა გუშინ საღამოს უარყო ინფექციური საავადმგოყოს პრესსამსახურმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კლინიკის დირექტორი თანამდებობაზე რჩება.