ახალი ამბები

მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება — მეზვრიშვილი

22 სექტემბერი, 2020 • 711
მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება — მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება. ამის შესახებ მან დღეს, 22 სექტემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა მას შემდეგ, რაც დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები ავხსენით და შევამსუბუქეთ, ამიტომ შემთხვებების რაოდენობის [მატება] ბუნებრივია. ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსბებოს. ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში, ალბათ, გასაკვირი არაფერი არ არის. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დააზარელებს”, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას  და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება არა მარტო შენობის შიგნით, არამედ გარეთაც სასურველია, როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან ძალიან ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი