ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ფოტოების გამოქვეყნების მუქარაზე

13 სექტემბერი, 2020 • 1404
მეუფე ნიკოლოზი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ფოტოების გამოქვეყნების მუქარაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამაზრზენია, ვინც საკუთარ თავს სასულიერო პირს უწოდებს და არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით ემუქრება.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია: „ამაზრზენი ფაქტია, რა თქმა უნდა, მაგას რა კომენტარი უნდა. მე, პირადად, შემიძლია თვალებში შევხედო ყველას – ადამიანს, რაიმე ორგანიზაციას და ვთქვა ხმამაღლა ის, რომ იმის მიუხედავად, ვინ არის კანონის დამრღვევი, ეს სასულიერო პირია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, თუ სხვა უწყების წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონის წინაშე, კანონი უნდა იყოს უზენაესი“.

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 1 პირის დაკავების შესახებ დღეს განაცხადა. შსს-ს ცნობით, 1984 წელს დაბადებულმა პირმა, “რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა”.

“მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, [პირი] მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა”, – ამბობს შსს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი