ახალი ამბები

Sky Girls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

8 სექტემბერი, 2020 • 1014
Sky Girls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარ Sky Girls-ში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, დაკავებული ამავე ბარის თანამშრომელია და მან უკვე დაკავებულ სამ პირთან ერთად ბარის სტუმრებს სცემა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ,”-აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი