ახალი ამბები

იმედი მაქვს, ეუთოს ეყოლება საკმარისი დამკვირვებელი არჩევნებზე – ჰარცელი

4 სექტემბერი, 2020 • 765
იმედი მაქვს, ეუთოს ეყოლება საკმარისი დამკვირვებელი არჩევნებზე – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კრლ ჰარცელი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა, მაგრამ ვითარებას კორონავირუსის პანდემია ართულებს.

“სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს იქნება თვალები და ყურები, რომელიც შემოგვიერთდება გარედან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით იმოქმედებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსიც ართულებს სიტუაციას არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირმა მიიღოს ამაში მონაწილეობა. მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება და მას ეყოლება საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს იქნება ჩვენი კოლეგები წევრი სახელმწიფოებიდან და მე იმედი მაქვს, რომ მისია სრული შემადგენლობით იმუშავებს ამ არჩევნებზე”, – უთხრა ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი