ახალი ამბები

დავაკავეთ ბარის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს: შსს

3 სექტემბერი, 2020 •
დავაკავეთ ბარის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს: შსს

პოლიციამ დააკავა თბილისში მდებარე ბარის დაცვის 2 თანამშრომელი, რომლებიც იქ შესულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ამავე ბარის ორი სტუმრის მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადეს. მომხდარის შედეგად, ორივე პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიევა მიმდინარეობს სსს-ის 120-ე მუხლით მეორე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული ინციდენტის შესახებ დაზარალებულამ ივა ფრუიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბარის თანამშრომლები თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით,  ანგარიშში, რომელიც ბარის დატოვებისას მიუტანეს, არალოგიკურად დიდი თანხა იყო მითითებული, რაც გააპროტესტა. მოქალაქე აღნიშნავს, რომ სწორედ ამას მოჰყვა ფიზიკური ძალადობა ბარის თანამშრომელთა მხრიდან.

ფრუიძის თქმით, ჯამში, ექვსი ადამიანი სცემდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც დაცვის თანამშრომლები, ისე ბარის პერსონალი.

მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი