ახალი ამბები

„შმატრიოტები“, „რუსეთის დაკვეთა“ – კობახიძე და მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსზე“

29 აგვისტო, 2020 • 1620
„შმატრიოტები“, „რუსეთის დაკვეთა“ – კობახიძე და მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსზე“

„შმატრიოტები“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“.

კობახიძემდე რამდენიმე წუთით ადრე ბანერს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რომელმაც დაწერა: „სიმართლე გითხრათ, თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ“.


ამ ბანერს გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მათ შორის ელენე ხოშტარია, რომელმაც დაწერა: „ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს. არაფერ არ ყოფილა გამოსაძიებელი, ისინი პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით“.


სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის პარტიის ახალ ბანერს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა:

„სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში“, „ხატს ამოფარებული კრემლის ალიანსის“ დღის წესრიგი – შუღლის გაღვივება, ხალხში ფობიების გაჩენა, ოკუპაციის საფრთხეების შესახებ ისრების სხვა მიმართულებით გადატანა“, – წერენ მოქალაქეები პატრიოტების“ ბანერთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა. ვრცლად წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/297207/

გირჩევთ ასევე:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი