ახალი ამბები

სექტემბერში ისევ იქნება საცობები, მაგრამ საზ.ტრანსპორტი უპრობლემოდ ივლის – კალაძე

27 აგვისტო, 2020 • 1148
სექტემბერში ისევ იქნება საცობები, მაგრამ საზ.ტრანსპორტი უპრობლემოდ ივლის – კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ვაკეში სატრანსპორტო ქსელის ცვლილებების შედეგად სექტემბერში, — სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლებისას, — ავტომობილების საცობები კვლავ იქნება, როგორც წინა წლებში, თუმცა  საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ იმოძრავებს და ტროტუარზე გადაადგილება უპრობლემო იქნება.

„ისმის შეკითხვები, აი, „სექტემბერი მოვა და მერე ნახეთ თქვენ, მერე რა იქნება“, – თქვა კახი კალაძემ 27 აგვისტოს თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT ხაზების) პრეზენტაციაზე და განაცხადა:

„პირდაპირ ვიტყვი, რაც იქნება: იქნება ის, რაც ხდებოდა წლების წინ სწავლის დაწყების პერიოდში, მხოლოდ ერთი განსხვავებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე, და ადამიანები ტროტუარებზე ბავშვებით უპრობლემოდ იმოძრავებენ, მათ ავტომობილები ხელს არ შეუშლიან“.

„გვახსოვს, რა ხდებოდა სკოლის წინ ჭავჭავაძეზე“, – განაცხადა მერმა და დასძინა, რომ სატრანსპორტო ქსელის ცვლილებისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები „სჭირდება თბილისსა და თბილისელებს“. მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ექნება და „მოვახერხებთ, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი“.

„ნეტგაზეთი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ახალი დერეფნის ვრცელ მიმოხილავს. მანამდე კი გირჩევთ:

სატრანსპორტო ქსელის ცვლილება ვაკეში – „ეს მხოლოდ დასაწყისია“

მასალების გადაბეჭდვის წესი