სამოქალაქო აქტივისტ რუსკა მჭედლიძეს მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან, რაც 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმე ეხება 28 ივლისს, სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც მჭედლიძე მანდატურებმა სასამართლოს ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
„76 დღის შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს 173-ე 16 მუხლის პირველი ნაწილით! მიჩივიან სისტემურად მოძალადე მანდატურები — დავით მატიაშვილი, ოთარ კვინიკაძე და გოჩა ნანობაშვილი, რომლებმაც 28 ივლისს უსამართლო სასამართლოს ეზოში დამალურჯეს და თავად ჩაიდინეს დანაშაული. ჩემს დალურჯებულ სხეულზე ექსპერტიზა ჩატარდა, ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 133-ე მუხლის მესამე ნაწილით მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო. მათი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, რომელიც საერთოდ არ აქვთ, 76 დღის შემდეგ გაახსენდათ! თურმე, შეურაცხყოფასაც ჰქონია ინკუბაციის პერიოდი, ჯერ უნდა დაძველდეს, მერე სამართლებრივ ძალას იძენს“, — წერს რუსკა მჭედლიძე.
26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებულების საქმის განხილვა სასამართლომ გვიან ღამით დაასრულა. ამავე დღეს ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა, რომ მასზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს – ხელი ჰკრეს და ყვირილით დაატოვებინეს შენობა. ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მანდატურებს რუსკა მჭედლიძე სასამართლოს ეზოდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.
ადვოკატის ცნობით, სასამართლოს მანდატურების ქმედებების გამო გამოძიება დაიწყო
