ახალი ამბები

გამოძიება ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო – შსს საზმაუში შესულ ზარზე

24 აგვისტო, 2020 • 580
გამოძიება ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო – შსს საზმაუში შესულ ზარზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შესულ ზარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი არხის ცხელ ხაზზე ბომბის შესახებ ზარი შევიდა.

ცხელ ხაზზე შესული ზარის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, ხოლო არხი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი