ახალი ამბები

პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – საზმაუ

24 აგვისტო, 2020 • 843
პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – საზმაუ

საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ბომბის არსებობის შესახებ ცხელ ხაზზე შესული ზარი. არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი