ყოფილი ევროპარლამენტარი “მწვანეთა პარტიიდან”, გერმანელი პოლიტიკოსი რებეკა ჰარმსი “ტვიტერზე” გამოეხმაურ არუსთავში მდებარე ჩაღლარის ქსელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას. როგორც ჰარმსი წერს, რუსთავში სკოლის დახურვას მოსწავლეები მასწავლებლები და მშობლები აპროტესტებენ.
In Rustavi in Georgia students, teachers and parents protest against the closure of their school. #Donttouchmyschool https://t.co/EqUPK510pU
— Rebecca Harms (@RebHarms) August 23, 2020
ჰარმსი აზიარებს დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლის, თუბა ჩაბუქის ტვიტს, სადაც ჩაბუქი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “საქართველოს მთავრობაზე თურქეთის მთავრობა ზეგავლენას ახდენს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”.

თუბა ჩაბუქი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი
ამ საკითხზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ გზავნილში ჰარმსი წერს:
‘ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში კარგი რეპუტაციის მქონე სკოლა ლიცენზიას კარგავს, მაგრამ განათლების სამინისტრო კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს”.
It wouldn‘t be the first time that an international school in Georgia with good reputation among students&parents looses its license but Georgian Ministry of Education doesn‘t give any concrete reasons. @OliverVarhelyi@MESCS_Georgia @GEORGIENAktuell @Boell_SC #Donttouchmyschool
— Rebecca Harms (@RebHarms) August 23, 2020
25 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭო ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარს განიხილავს, რომელიც სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ეხება.
ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს შეუწყვიტეს.
ლიცეუმი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.
ნახეთ ვრცლად, ექსპერტების პოზიცია და სკოლის პასუხი ამ საკითხზე:







