საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა. ლიცეუმი 227 მოსწავლით ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი. გადაწყვეტილება სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებაზე საბჭომ 15 მაისს მიიღო Zoom-ში გამართულ ონლაინ-სხდომაზე. … ვრცლად საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს