ახალი ამბები

სამივე რაიონში აქვს ჩემს ოჯახს ფესვები – ბოკერია ფოთში, სენაკსა და ხობში კენჭისყრაზე

21 აგვისტო, 2020 • 1365
სამივე რაიონში აქვს ჩემს ოჯახს ფესვები – ბოკერია ფოთში, სენაკსა და ხობში კენჭისყრაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სენაკი-ფოთი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ოლქში კენჭს იმიტომ იყრის, რომ მის ოჯახს ფესვები სამივე რაიონში აქვს და, ამასთან, ასეთი პირობა ჰქონდა დადებული.

ბოკერიამ 21 აგვისტოს, ფეისბუკის პირველი ოფიციალური ანგარიშის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გაავრცელა პირველი ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს:

„ახლა მე ვდგავარ ბაბუაჩემის, გოგი ალექსანდრიას სახლის წინ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვიყრი კენჭს, ფოთში, ხობსა და სენაკში. სხვათა შორის, სამივე რაიონში ჩემს ოჯახს აქვს ძირი და ფესვები“.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის ერთადერთი არგუმენტი: „მთელი ამ წლების განმავლობაში მე სხვა ტიპის საქმით ვიყავი პოლიტიკაში დაკავებული. როცა მიწევდა ხოლმე აქ ყოფნა, ხშირად ვისმენდი საყვედურს, „აქეთ რატომ არ იხედები“, „რატომ არ გაინტერესებს“. ეს, ნაწილობრივ მაინც, სამართლიანი საყვედური იყო. მაშინაც ვპასუხობდი, მოვიდოდა დრო, თუ ჩემი პოლიტიკური კარიერა გაგრძელდებოდა რამე ფორმით, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი… და ახლა ეს დრო მოვიდა“…

„რახან ეს სიტყვა ვთვქვი, — წინა არჩევნებზეც, … რომ შემდეგ ეტაპზე ამას გავაკეთებდი და ავიღებდი პასუხისმგებლობას, რომ მხარდაჭერა მეთხოვა და შემდეგ ვყოფილიყავი ამ ხალხის ხმა იმ პერიოდის განმავობაში, სანამ პოლიტიკაში ვარ. და რახან სიტყვას იტყვი, უნდა შეასრულო“, – ამბობს ის ვიდეოში.

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ბოკერიას კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ იქნება მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, „ლელოდან“- გიორგი ბარამია. ენმ-ს ამ ოლქში კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი