ახალი ამბები

„ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია

20 ივლისი, 2020 • 2565
„ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია.

ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი ნინო ლაცაბიძეა, რომელიც რუსთავი-გარდაბანში იყრის კენჭს. მისი წარდგენისას კობახიძემ თქვა, რომ ლაცაბიძე პროფესიულ საქმიანობასთან ერთად 4 შვილის დედობასაც წარმატებით უმკლავდება, სხვა კანდიდატების დასახელებისას მათ ოჯახურ ცხოვრებაზე არ უსაუბრია.

კანდიდატთა სრული სია კი გამოიყურება ასე:

  1. მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია;
  2. ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
  3. საბურთალო – დავით სერგეენკო;
  4. ისანი – კახი კახიშვილი;
  5. სამგორი – სოზარ სუბარი;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი;
  7. ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი;
  8. გლდანი – ლევან კობიაშვილი;
  9. გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – დავით სონღულაშვილი;
  10. თელავის, ახმეტის, ყვარელი, ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  11. მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – შალვა კერესელიძე;
  12. რუსთავი-გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე;
  13. მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი;
  14. ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა – გოგი მეშველიანი;
  15. გორი, კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი;
  16. ხაშური, ქარელი – ზაზა დუგლაძე;
  17. ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა – ანტონ ობოლაშვილი;
  18. ახალქალაქი, ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი;
  19. ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია – გოჩა ენუქიძე;
  20. საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე;
  21. ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე;
  22. სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი – გივი ჭიჭინაძე;
  23. ქუთაისი – ზაზა ლომინაძე;
  24. ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – ვასილ ჩიგოგიძე;
  25. წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა – ალექსანდრე მოწერელია;
  26. ფოთი, ხობი, სენაკი – ირაკლი ხახუბია;
  27. ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი;
  28. ბათუმი – რესან კონცელიძე;
  29. ქობულეთი – ზაალ მიქელაძე;
  30. ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – ანზორ ბოლქვაძე.

ამ საკითხზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნება” დაიწყებს ფიქრს საარჩევნო სიაზე, სადაც ახალ სახეებთან ერთად ქალებიც იქნებიან:

“დავიწყებთ ფიქრს ახალ საარჩევნო სიაზე, სადაც უკვე იქნებიან ახალი სახეებიც უფრო მეტი, იქნებიან ქალები, ამას ჩვენ ჩვენივე მიღებული კანონი და შესაბამისი ნორმა გვავალდებულებს”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი