ახალი ამბები

ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან

20 აგვისტო, 2020 • 2869
ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან

ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში:

  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი: დევი ჭანკოტაძე;
  • ჭიათურა-საჩხერე: გიორგი კაპანაძე;
  • გორი-კასპი: ბადრი ბასიშვილი;
  • ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომი: ვაჟა ჩიტაშვილი;

მათი კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა ფეისბუკზე [თავად მერაბიშვილი კენჭს არ იყრის]. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დევი ჭანკოტაძე გადამდგარი გენერალია, რომელმაც სამხედრო სამსახური 2012 წელს დატოვა. მან 2020 ივნისში განაცხადა, რომ ენმ-ს შეუერთდა და პოლიტიკურად გააქტიურებას გეგმავდა;

გიორგი კაპანაძე არის Presa.ge-ს მთავარი რედაქტორი. ის 2019-20 წლებში ანტისახელისუფლებო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა;

ბადრი ბასიშვილი არის პარლამენტარი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 2020 წელს ჩაანაცვლა ნიკა მელია [რისი მიზეზიც მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერება გახდა]. ის 2008-12 წლებშიც იყო პარლამენტარი – მაჟორიტარი დეპუტატი.

ვაჟა ჩიტაშვილი 2020 წლის აგვისტომდე იყო „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსი ახალციხეში. მის გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით ეყარა კენჭი, „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრის ენმ-ში გადასვლა მოჰყვა.

მათი კონკურენტები „ქართული ოცნებიდან“ იქნებიან:

  1. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – გივი ჭიჭინაძე;
  2. ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე;
  3. გორი, კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი;
  4. ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა – ანტონ ობოლაშვილი;

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ამ რეგიონებში არიან:

  1. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – აკაკი (კაკო) ბობოხიძე;
  2. ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაული – სერგო რატიანი;
  3. გორი-კასპი — [არაა დასახელებული]
  4. ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა – [არაა დასახელებული]

„ლელოდან“ მათი კონკურენტები არიან:

  1. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – თორნიკე ართმელაძე;
  2. ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაული – ანი მიროტაძე;
  3. გორი-კასპი — პაპუნა კობერიძე
  4. ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა – [არაა დასახელებული]

საპარლამენტო არჩევნებში 2020 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ზუსტი თარიღი ჯერ არ დანიშნულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი