ახალი ამბები

ცნობილია რეგიონებში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი ენმ-დან

7 აგვისტო, 2020 • 2127
ცნობილია რეგიონებში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი ენმ-დან

2020 წლის არჩევნებისთვის საქართველოს 4 რეგიონში  “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ისინი შემდეგნაირად განაწილდებიან:

  • გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი
  • გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
  • დავით კირკიტაძე – რუსთავი
  • ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი

ცნობილია, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ქუთაისში კანდიდატად ზაზა ლომინაძეს აყენებს, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში – ირაკლი ქადაგიშვილს, რუსთავსა და გარდაბანში – ნინო ლაცაბიძეს, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და სიღნარში კი – დავით სონღულაშვილს.

რაც შეეხება ოპოზიციურ “ევროპულ საქართველოს”: ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი ოთო კახიძე იქნება, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში – ზურაბ ჭიაბერაშვილი, რუსთავსა და გარდაბანში – ირმა ნადირაშვილი, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში კი – გიორგი ღვინიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი