ნეტგაზეთი | პატივი ეცით ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან – ჰოჯესი GNCC-ს პატივი ეცით ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან – ჰოჯესი GNCC-ს – Netgazeti
RU | GE  

პატივი ეცით ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან – ჰოჯესი GNCC-ს

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც 2014-17 წლებში ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი იყო, წერს, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული კომუნიკაციების სექტორში იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პორტის შემთხვევაში დაუშვა:

„სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას უშვებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე, რაც ანაკლიის პროექტის შემთხვევაში დაუშვა“, – დაწერა ბენ ჰოჯესმა 19 აგვისტოს ტვიტერზე.

„მოვუწოდებ GNCC-ს [კომუნიკაციების კომისიას], აქციოს პრიორიტეტულად ის, რაც საუკეთესოა საქართველოსთვის და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან“, – დაწერა მან.

ჰოჯესმა გააზიარა „ფორბსის“ ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინაში, კურტ ვოლკერთან, რომელიც ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის (GNCC) მიღებულ კანონს „ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია“.

„ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი, რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება. სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება, დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური. კანონი უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატიც“,- ამბობს ის „ფორბსთან“ ინტერვიუში.

ვრცლად GNCC-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე კომპანიების დისკუსიებზე:

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

კომიტეტის მხარდაჭერა კომუნიკაციების კანონპროექტს – რა წერია შესწორებულ ვერსიაში

კომუნიკაციების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი