ახალი ამბები

ბერლინის და პარიზის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

18 აგვისტო, 2020 • 1021
ბერლინის და პარიზის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნებართვა გასცა Georgian Airways-ის  ჩარტერულ რეისებზე 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის მიმართულებით.

მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი ჰქონდა, სააგენტო აცხადებს, რომ რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 21 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 28 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

“რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Georgian Airways ევროპის რამდენიმე მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებს, რომლის განრიგსაც თვის დასაწყისში აქვეყნებს.  ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ავიაკომპანია ბილეთებს ისეთ მიმართულებაზეც ყიდის, რაზეც ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა არ აქვს. ავიაკომპანია ვალდებულია ბილეთის ყიდვისას მგზავრი გააფრთხილოს (წარწერით), რომ შესაბამისი რეისი რეგულატორის ნებართვის მოლოდინშია.

“აირზენა” ზოგ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის – თურნავას გაფრთხილება

მასალების გადაბეჭდვის წესი