შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 17 აგვისტოს, მაშველებმა მტკვარში იპოვეს ბარ „ბაუჰაუსის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ცხედარი. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მაშველებმა „ბაუჰაუსის“ მიმდებარედ, ხიდთან ახლოს იპოვეს.
ცხედრის აღმოჩენამდე „ბაუჰაუსის“ ორ დაკარგულ თანამშრომელს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის შევიდა და “მყისიერად დაიწყო საძიებო ღონისძიებები”.
ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი თბილისში, ბარ “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.
